Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებებმა ავღანეთში სულ მცირე 18 კაცი შეიწირა


თვითმკვლელი ტერორისტის იერიშსა და ფუგასური ბომბის აფეთქებას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინციაში. მოტოციკლზე მჯდომმა თვითმკვლელმა მოიერიშემ ორშაბათს სულ ცოტა 9 სკოლის მოწაფე და პოლიციის ოფიცერი დახოცა პაკტიას პროვინციაში მდებარე სკოლის წინ. ოფიციალური ინფორმაციით, იერიშის სამიზნე იყო გზად მიმავალი ამერიკის სამხედრო პატრული, თუმცა არ არის ინფორმაცია დაიღუპნენ თუ არა თავდასხმის დროს ამერიკელი სამხედროები. ავღანეთის ლაგმანის პროვინციაში ორშაბათს შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ სამგზავრო ავტობუსის ფუგასურ ბომბზე აფეთქების შედეგად. მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
XS
SM
MD
LG