Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტის საგანგებო დელეგაცია


თბილისში იმყოფება ევროპარლამენტის საგანგებო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან დეპუტატები ევროპის სახალხო პარტიიდან, სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და ლიბერალების ალიანსებიდან და კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფიდან. დღეს ევროპარლამენტის წევრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, ევროპარლამენტარები დაინტერესდნენ სამართლიანობის აღდგენის საკითხით და თბილისში 17 მაისს განვითარებული მოვლენებით. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც გასული კვირის ბოლოს იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფლებში, ევროპარლამანეტარებს გააცნეს იქ არსებული ვითარება, კერძოდ, ადამიანების გატაცებისა და თავისუფლების აღკვეთის და მათი საკუთრების ხელყოფის ფაქტები.
XS
SM
MD
LG