Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს თურქეთში აქციების დარბევის გამო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შეშფოთებას გამოთქვამს თურქეთში საპროტესტო აქციების დარბევის გამო და თურქეთის ხელისუფლებას თავშეკავებისაკენ მოუწოდებს. კერიმ დღეს ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცახადა, რომ ვაშინგტონის „ღრმა შეშფოთებას“ იწვევს ანტისამთავრობო გამოსვლების დაშავებულ მონაწილეთა რიცხვი. კერი ანკარას მოუწოდებს, ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისაკენ და მიმართავს ყველა მხარეს, "პროვოკაციებისაგან ან ძალადობისაგან" თავის შეკავებისაკენ მოწოდებით. კერის ეს განცხადება მოჰყვა ცნობებს, რომ პოლიციამ ზედიზედ მეოთხე დღეს გამოიყენა ცრემლმდენი გაზი თურქეთის მთელ რიგ ქალაქებში დემონსტრანტების დასაშლელად. არეულობა 31 მაისს დაიწყო - მას შემდეგ, რაც სტამბოლში მშვიდობიანი დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ, პოლიციის უხეში მოქმედების საპასუხოდ. ამის შემდეგ დემონსტრაციები თურქეთის ბევრ ქალაქს მოედო. აქციების მრავალი მონაწილე პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გადადგომას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG