Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინბურგში რუსეთ-ევროკავშირის სამიტი დაიწყო


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ურალში მდებარე ქალაქ ეკატერინბურგში, არაფორმალურ ვახშამზე უმასპინძლა ევროკავშირის წარმომადგენლებს, რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დაწყებასთან დაკავშირებით. სამიტის მთავარი ღონისძიება სამშაბათს იმართება. დღეს პუტინი მიესალმა ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერ კეტრინ ეშტონს სამიტზე, რომლის დღის წესრიგშიც დგას გლობალური ეკონომიკა, ენერგეტიკა, სავიზო რეჟიმი და ვითარება სირიაში. სამიტის დაწყებამდე, ეშტონმა გამოთქვა ევროკავშირის შეშფოთება რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროვების გამო.
XS
SM
MD
LG