Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში გაათავისუფლეს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ორი ქართველი


ცხინვალის რეგიონში გაათავისუფლეს მამა-შვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზთან დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავთანდილ და კახი ხადურების გათავისუფლება მოხერხდა შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, "ცხელი ხაზის" მეშვეობით მოლაპარაკებების შედეგად. სამინისტროს ცნობით, ხადურები რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. "ადმინისტრაციული საზღვრის" კვეთისთვის 27 მაისს უკანონოდ იქნენ დაკავებული.
XS
SM
MD
LG