Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანის მე-5 მიკრორაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა


დილით ადრე ძლიერი აფეთქება მოხდა გლდანში. როგორც "ინტერპრესნიუსი" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, მე-5 მიკრორაიონის მე-8 კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. სააგენტოს ცნობით, ბინის კედლები, სადაც აფეთქება მოხდა, მთლიანად ჩამონგრეულია. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. თუმცა არიან დაშავებულები, რომელთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
XS
SM
MD
LG