Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია: ავღანეთში ქართველი სამხედროების „საგრძნობი შემცირება“ არ იგეგმება


საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, 2014 წლამდე არ იგეგმება ავღანეთში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის „საგრძნობი შემცირება“. ალასანიამ ბრიუსელში, რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ უნდა შესრულდეს ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ იკისრა. ამასთან, ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსთან ერთად იწყებს ავღანეთში ახალი მისიის დაგეგმვას. მინისტრის განმარტებით, ეს იქნება თვისებრივად განსხვავებული მისია - არასამხედრო მისია, რომელშიც საქართველოს კონტინგენტი განსხვავებული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ალასანიას შეკითხვა დაუსვა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ ღობის გავლების თაობაზეც. ალასანიას აზრით, მთავარია, როგორი რეაგირება მოახდინა საქართველოს სახელმწიფომ: „ რომ საქართველო, ჩვენი უწყება, ისევე როგორც სამართალდაცვის სტრუქტურები არ წამოეგნენ ამ პროვოკაციას, რომ ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ზრდასრული დემოკრატიის წარმომადგენლები და მეორე მხარე ამ შემთხვევაში გამოიყურება, როგორც პროვოკაციის წყარო - აი, ეს არის სწორედ ის სურათი, რომელიც ჩვენ მივიტანეთ ნატოელებთან, ჩვენ პარტნიორებთან და ისინი გრძნობენ, რომ საქართველოს საზოგადოებაც და პოლიტიკური ელიტაც უკვე მომწიფდა, რომ არ დაუშვას შეცდომები“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG