Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას ეყოლება ახალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში


ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებით, მრჩეველი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ტომ დონილონი ამ თანამდებობიდან გადადგება. მას შეცვლის გაეროში შეერთებული შტატების ელჩი, სიუზან რაისი. რაისი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახლო მოკავშირეა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მისი დანიშვნა, სავარაუდოდ, უკმაყოფილებას გამოიწვევს ოპოზიციონერ რესპუბლიკელებში. ისინი მკაცრად აკრიტიკებენ რაისს არასწორად რეაგირებისათვის, რომელიც თავდაპირველად მოჰყვა ლიბიაში შეერთებული შტატების საკონსულოზე შარშან მომხდარ თავდასხმას. მაშინ რაისმა განაცხადა, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც ოთხი ადამიანი, მათ შორის აშშ-ის ელჩი დაიღუპა, ძალადობაში გადაზრდილ დემონსტრაციას მოჰყვა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საქმე ეხებოდა წინასწარ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს. დონილონი, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში გადადგება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის დანიშვნას სენატის მხარდაჭერა არ სჭირდება.
XS
SM
MD
LG