Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი: სირიელმა მეამბოხეებმა დაიპყრეს პოზიცია გოლანის მაღლობებზე


ისრაელის არმიის რადიო იუწყება, რომ სირიელმა მეამბოხეებმა დაიპყრეს პოზიცია გოლანის მაღლობებზე - გადასასვლელი ისრაელსა და სირიას შორის ზავის ხაზზე. ცნობაში საუბარია კუნეიტრას გადასასვლელზე, რომელიც გოლანის მაღლობების ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია" და ავსტრიის თავდაცვის სამინისტრო, რომლის გაეროს მშვიდობისდამცველებიც ამ რეგიონს აკონტროლებენ. ავსტრია აცხადებს, რომ მშვიდობისდამცველებმა უკან დაიხიეს, ისინი არ დაშავებულან. გოლანის მაღლობების უდიდესი ნაწილი ისრაელმა 1967 წელს, ექვსდღიანი ომის დროს დაიპყრო სირიისაგან.
XS
SM
MD
LG