პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, შვიდი ექსტრემისტი დაიღუპა, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული დარტყმის შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე, ავღანეთის მოსაზღვრე შავალის რაიონში მოხდა. უპილოტო თვითმფრინავის ამ იერიშამდე ორი დღით ადრე პაკისტანში გაიმართა პრემიერ-მინისტრად ნავაზ შარიფის ინაუგურაცია. შარიფი ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების იერიშების შეწყვეტას მოითხოვს - აცხადებს, რომ ისინი პაკისტანის სუვერენობას ხელყოფს.
ყველაზე პოპულარული
1