Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი: ბუდაპეშტში მდინარე დუნაის დონე მალე სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწევს


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში მდინარე დუნაის დონე მალე სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწევს. მისი თქმით, კრიტიკულ მონაკვეთებში გამაგრებულია შემაკავებელი ჯებირები, რათა დედაქალაქი წყალდიდობისგან დაიცვან. ათიათასობით ადამიანი ძალით იქნა საკუთარი სახლებიდან ევაკუირებული და, სულ ცოტა, ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად, რომელიც განვლილი კვირის განმავლობაში დაატყდა გერმანიას, ავსტრიას, სლოვაკეთს, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას. პარასკევს წარღვნამ უნგრეთამდე მიაღწია. ჯერჯერობით ხელისუფლება, ჯარი და ათასობით მოხალისე ახერხებენ დუნაის გასწვრივ მდებარე სოფლებისა და ქალაქების დაცვას წყლისგან. გამოყენებულია სამ მილიონზე მეტი ქვიშის ტომარა.
XS
SM
MD
LG