Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თვალთვალის პროგრამებზე ინფორმაცია კიდევ გამოქვეყნდება


„გარდიანის“ ჟურნალისტი გლენ გრინვალდი, რომელმაც აშშ-ის თვალთვალის პროგრამების შესახებ ინფორმაცია გაახმაურა, ამბობს, რომ კიდევ არაერთი „მნიშვნელოვანი აღიარება“ გამოქვეყნდება. გლენ გრინვალდმა „ასოშიეიტედ პრესს“ უთხრა, რომ „ათეულობით ამბავია“, რომლებსაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების უწყების ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის მიერ მიწოდებული დოკუმენტები შეიცავს. გრინვალდის თქმით, დასაზუსტებელი მხოლოდ ის არის - როდის უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი სტატია. გასულ კვირაში გრინვალდმა გამოაქვეყნა სტატიები, რომლითაც გამოააშკარავა აშშ-ის მთავრობის პროგრამები, რომელთა მიზანიც სატელეფონო საუბრების მიყურადება და ინტერნეტ-თვალთვალია. სნოუდენმა განაცხადა, რომ მან განზრახ გაავრცელა ინფორმაცია პროგრამების შესახებ იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანების პირადი ცხოვრების უფლება დაეცვა. სნოუდენის ადგილსამყოფელი უცნობია. ცნობილია ის, რომ მან ორშაბათს დატოვა ჰონგ კონგში მდებარე სასტუმრო.
XS
SM
MD
LG