Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი კოსოვოს პრემიერ-მინისტრს შეთანხმების შესრულებისაკენ მოუწოდებს


აშშ-ის ვიც-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა კოსოვოს პრემიერ-მინისტ ჰაშიმ ტაჩის, რათა სწრაფად შეასრულოს ორმხრივი შეთანხმება, რომელიც კოსოვოსა და სერბიას შორის ურთიერთობის მოწესრიგებას ითვალისწინებს. თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეთანხმების სრულ და გადაუდებელ შესრულებას, რაც "მშვიდობისა და კეთილდღეობისუზრუნველყოფის ისტორიულ შესაძლებლობას ქმნის". ევროკავშირის შუამავლობით შექმნილი შეთანხმება აპრილში გაფორმდა და იგი ითვალისწინებს ძალაუფლების განაწილებას სერბი უმრავლესობით დაკომპლექტებულ კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალურ მმართველობასა და ალბანელებით წარმოდგენილ კოსოვოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ვაშინგტონში ბადენთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჰაშიმ ტაჩიმ რადიო თავისუფლებას საუბარში სერბიასთან მიღწეული შეთანხების შესრულებას უწოდა „შეუქცევადი, განუხრელი და სასიცოცხლო პროცესი“. თუმცა, შეთანხმების განხორციელების გადავადების ტენდენცია სწორედ სერბიის მთავრობას აქვსო, დასძინა ტაჩიმ.
XS
SM
MD
LG