Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდა რუსეთის ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი


განახლდა რუსეთში ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში უკვე გაიგზავნა კომპანია ”კახური ტრადიციული მეღვინეობის” მიერ წარმოებული 20 000 ბოთლი კონიაკი. დავითაშვილის ცნობითვე, სერტიფიკატი მიღებული აქვს "დუგლაძის ღვინის კომპანიას," რომლის მიერ წარმოებული ღვინო რუსეთში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, პროდუქციის ტრანსპორტირებას, განბაჟებას და დასაწყობებას დრო სჭირდება და შესაბამისად, ქართული ალკოჰოლური სასმელები რუსეთის დახლებზე დაახლოებით ორ კვირაში გამოჩნდება. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ ეტპზე საერთო ჯამში შეკვეთილია მილიონი ბოთლი ღვინის აქციზური მარკა, სერტიფიკატის მისაღებად კი რიგშია 60-ზე მეტი კომპანია.
XS
SM
MD
LG