Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მძლავრი აფეთქება მოხდა


მძლავრი აფეთქება მოხდა ქაბულის ყველაზე დაცულ არეალში, სადაც სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები და ავღანეთის სამთავრობო უწყებებია განლაგებული. ოფიციალური ინფორმაციით, სულ მცირე 9 კაცი დაიღუპა და 24 დაიჭრა. როგორ რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური იუწყება, კვამლი ჩანდა უზენაესი სასამრთლო შენობის მახლობლად. თვითმხილველების თქმით, ინცინდენტი გამოიწვია დანაღმულმა ავტომანქანამ, რომელიც მაშინ აფეთქდა, როდესაც სასამართლოს თანამშრომლები შენობას ტოვებდნენ. თავდასხმაზე პასუხისგებლობა არავის აუღია. ორშაბათს თვითმკვლელებმა იერიში განახორციელეს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე. გუშინდელ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
XS
SM
MD
LG