Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიაში კონფლიქტის შედეგად 93 000-მდე ადამიანი დაიღუპა


გაეროს მონაცემებით, თითქმის 93 000-მდე გაიზარდა სირიაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ეს ინფორმაცია, რომელიც შემოწმებულ დოკუმენტებს ეყრდნობა, დღეს წარმოადგინა ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ნევი პილაიმ. ის ვარაუდობს, რომ დაღუპულების რიცხვი, სინამდვილეში, გაცილებით მეტია. სირიაში დაღუპულთა შესახებ მონაცემები ეფუძნება რვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას. ამ წყაროებს შორის არიან სირიის მთავრობა და ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“. მონაცემები მოიცავს 2011 წლის მარტში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხების დაწყებიდან წლევანდელ აპრილამდე პერიოდს.
XS
SM
MD
LG