Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში კვირას აფეთქებებსა და თავდასხმებს ორმოცდაათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


კვირას ერაყის სხვდასხვა ქალაქში აფეთქებებსა და თავდასხმებს ორმოცდაათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაიჭრა. არავის თავდასხმებისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. როგორც ასოშიეიტედ პრესი იტყობინება, ძალადობის ეს ტალღა შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ქვეყანა უბრუნდება რეგულარულ შეტაკებებს რელიგიურ ნიადაგზე. უკანასკნელი კვირების განმავლობაში აფეთქებებისა და თავდასხმების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. მსხვერპლის რაოდენობას ადარებენ ყველაზე სისხლიან 2008 წლისას. 2013 წლის დამდეგიდან ერაყში ორიათასამდე ადამიანია მოკლული. მხოლოდ ივნისის თვეში 180 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG