Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთმა ოფიციალურად ჩაიბარა უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა


ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად ჩაიბარეს მთელ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა. ქაბულში გაიმართა ნატოს ჯარების მიერ ავღანეთის არმიისა და პოლიციისათვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ჩაბარების ცერემონია - საქმე ეხება ბოლო 95 რაიონს, რომლებშიც უსაფრთხოების საკითხებს აქამდე წყვეტდნენ ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო ძალები. ქაბულში გამართული ცერემონიის შემდეგ, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ისაუბრა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე: „ეს იყო ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სურვილი და მიზანი და ბედნიერი ვარ, რომ მე, როგორც ავღანეთის მოქალაქემ და ავღანეთის პრეზიდენტმა მივაღწიე დღეს ამ მიზანს, რომ ავღანეთის ჯარებმა ჩაიბარეს სარდლობა ქვეყანაში. ავღანელი ხალხისათვის ეს ასეთივე მნიშვნელოვანი და შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი დღე იყოს - როცა ავღანელები დაინახავენ, როგორ ზრუნავენ საკუთარი შვილები, საკუთარი ახალგაზრდები მათი სიცოცხლისა და მათი ქვეყნის დაცვაზე“. დღევანდელ ცერემონიაზე ჰამიდ კარზაიმ განაცხადა ასევე, რომ მიესალმება თალიბანის მონაწილეობას ავღანეთში მომავალი წლის არჩევნებში.
XS
SM
MD
LG