Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ადასტურებს თალიბანთან კონტაქტების ხელშეწყობას


პაკისტანის მთავრობამ დაადასტურა ცნობა, რომ იგი ხელს უწყობს ურთიერთობების დამყარებას თალიბანსა და ვაშინგტონს შორის, რამაც კატარის დედაქალაქ დოჰაში პირდაპირ მოლაპარაკებების დაწყება უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ განცხადება პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიზაზ აჰმედ გაუდრიმ ხუთშაბათს ისლამაბადში გააკეთა. ამ განცხადების ფონია თალიბანის მიერ პირველი წარმომადგენლობის გახსნა დოჰაში. სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, თალიბანი აღნიშნავს, რომ დაჯგუფებას სურს კარგი ურთიერთობების დამყარება მეზობელ სახელმწიფოებთან და მხარს უჭერს ავღანეთის კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას. ამერიკელი ოფიციალური პირების და თალიბანის მოლაპარაკების დაწყებას მიმდინარე კვირაში მოელოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, პროცესი ყოვნდება. ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ის არ გააგზავნის წარმომადგენლებს ყატარში, თუ ავღანეთის მხარე არ გაუძღვება სამშვიდობო მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG