Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი ხედავს „კონკრეტულ წინსვლას“ კოსოვო-სერბიის ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი აცხადებს, რომ სერბია და კოსოვო „კონკრეტულ წინსვლას“ აღწევენ ურთიერთობის ნორმალიზების მხრივ. ეშტონმა ეს შეფასება გამოთქვა პარასკევს დილით, სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებთან ბრიუსელში გუშინ საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა წინ უსწრებდა ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას, რომელიც 28 ივნისს არის მოსალოდნელი და შეეხება ევროკავშირში კოსოვოს და სერბიის ინტეგრაციის მორიგ ეტაპზე გადასვლის საკითხს.
XS
SM
MD
LG