Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეს


თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთა პროცესი. სხდომას ესწრება 9-დან 8 ბრალდებული, რადგან ერთმა, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დაკითხვისას თვითდაზიანება მიიყენა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადამიანის წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულებისთვის პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს. მათ შორის არიან შს-თა და თავდაცვის სამინისტროების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები და პირი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, უშუალოდ მონაწილეობდა ადამიანებზე სექსუალრ ძალადობაში.
XS
SM
MD
LG