Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოლდავეთს სეპარატისტული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა, მოლდავეთს და მის სეპარატისტულ, დნესტრისპირეთის რეგიონს, მოუწოდა „იმუშაონ კონსტრუქტიული სულისკვეთებით“, ხანგძლივი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის. ეშტონმა ზურგი გაუმაგრა ეუთოს მოწოდებას ორივე მხარისადმი, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან, რომელიც მოჰყვება დნესტრიპირეთის გადაწყვეტილებას, მონიშნოს საზღვრები. ეშტონმა დაადასტურა ბრიუსელის მზარდი მზადყოფნა კონფლიქტის მოგვარებაში აქტიური მონაწილებისათვის, 5+2 ფორმატით, რომელშიც ჩართული არიან კონფლიქტის მხარეებთან ერთად ეუთო, ევროკავშირი, აშშ, რუსეთი და უკრაინა. დნესტრისპირეთი, რომელიც დე ფაქტო5 1990 გამოეყო მოლდავეთს, არავის უღიარებია.
XS
SM
MD
LG