Accessibility links

ედვარდ სნოუდენი მოსკოვში ჩადის


ჰონგ-კონგის მედიის თანახმად, აშშ-ის უშიშროების ყოფილი კონტრაქტორი, ედვარდ სნოუდენი, ჰონგ-კონგიდან მოსკოვისკენ მიემგზავრება. ჰონგ-კონგის მთავრობა ადასტურებს ფაქტს, რომ სნოუდენმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია. სნოუდენმა საჯაროზე გამოიტანა ინფორმაცია აშშ-ის საიდუმლო ელექტრონული სათვალთვალო პროგრამების შესახებ და მის ექსტრადირებას აშშ ცდილობს. რუსეთის სააგენტო „ინტერფაქსი“ კი იუწყება, რომ სნოუდენი მოსკოვიდან სავარაუდოდ კუბაში გაემგზავრება. აშშ-მა სნოუდენს ბრალი წაუყენა მთავრობის საკუთრების მოპარვაში, გასაიდუმლოებული ინფორმაციის განზრახ გამჟღავნებაში და თავდაცვასთან დაკავშირებული ცნობების უნებართვო გავრცელებაში. ყველა ეს ბრალდება ათ წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG