Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენი, როგორც ჩანს, არ გაფრენილა მოსკოვიდან ჰავანაში


აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, ედვარდ სნოუდენი, რომელზეც ვაშინგტონს ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე, ცნობების თანახმად, არ გაფრენილა მოსკოვიდან კუბაში, ასეთი მოლოდინის არსებობის მიუხედავად. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სნოუდენი არ იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც ორშაბათს გაფრინდა მოსკოვი-ჰავანის რეისის შესასრულებლად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ინდოეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფრენციაზე მოუწოდა რუსეთს, ნუ მისცემს სნოუდენს მესამე ქვეყანაში გამგზავრების შესაძლებლობას. ვაშინგტონი მოსკოვისაგან სნოუდენის ექსტრადიციას ითხოვს - უშიშროების სამსახურის ყოფილ კონტრაქტორს ადანაშაულებს აშშ-ის მთავრობის საიდუმლო პროგრამაზე ინფორმაციის გავრცელებაში. დღეს ეკვადორის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეკვადორის მთავრობა განიხილავს სნოუდენის თხოვნას მისთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ.
XS
SM
MD
LG