Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოითხოვეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ფერვეზ მუშარაფის გასამართლება


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი მოითხოვს ყოფილი სამხედრო ლიდერის, ფერვეზ მუშარაფის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გასამართლებას. ამის შესახებ შარიფმა ორშაბათს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრი ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებს კონსტიტუციის დარღვევაში, 1999 წელს მთავრობის დამხობისა და 2007 წელს - საგანგებო მდგომარეობის შემოღებისათვის. მის მოთხოვნას მხარი დაუჭირა ორმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ. პაკისტანში მხოლოდ ფედერალურ მთავრობას შეუძლია უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ღალატის ბრალდების შეტანა. ამჟამად მუშარაფი, რომელიც მარტში დაბრუნდა ემიგრაციიდან, შინა პატიმრობაშია. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG