Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააკავეს აზერბაიჯანისათვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სამი პირი


სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებით, სამი ადამიანი დააკავეს ბაქოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით. უშიშროების სამსახურის ამ ცნობით, შაბათს დააკავეს სომხეთის არმიის ოფიცერი ქალი, რომელიც აზერბაიჯანს ინტერნეტით აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას. ასევე დაკავებული არიან მთიანი ყარაბაღის არმიის ოფიცერი და კიდევ ერთი ადამიანი მთიან ყარაბაღში. სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, სამი ბრალდებული სოციალური ქსელების მეშვეობით გადაიბირა აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა.
XS
SM
MD
LG