Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსი მეწარმეები საბაჟო კავშირის გაპროტესტებას აპირებენ


ბელორუსიაში მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები „გამაფრთხილებელი გაფიცვის“ მოწყობას აპირებენ საბაჟო კავშირიდან ბელორუსიის გამოსვლის მოთხოვნით. ბელორუსია ყაზახეთთან და რუსეთთან ერთად არის გაწევრიანებული საბაჟო კვაშირს. მინსკში დაფუძნებულ გაერთიანება „პერსპექტივის“ თავმჯდომარემ, ანატოლ შუმჩენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბელორუსი მეწარმეების ფორუმზე გადაწყდა, დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება საბაჟო კავშირის საწინააღმდეგო პეტიციაზე. შუმჩენკოს განმარტებით, საბაჟო კავშირის წესები ბელორუსი მეწარმეების ინტერესებს აზარალებს და მათთან კონსულტაციის გარეშეა შემოღებული. ანატოლ შუმჩენკო ამბობს, რომ მეწარმეები მზად არიან 1 ივლისს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დასაწყებად.
XS
SM
MD
LG