Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით


სერგეი მაგნიტსკის საქმეზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დავალებით მომზადებულ ანგარიშში „მიუღებელს“ უწოდებენ რუსეთის ხელისუფლების პოზიციას მაგნიტსკის სიკვდილის მიზეზების გამოძიების საკითხში. ანგარიშში, რომელიც შვეიცარიელმა დეპუტატმა ანდრეას გროსმა მოამზადა, რუსეთის ხელისუფლება დადანაშაულებულია იმაში, რომ კორუმპირებულ ოფიციალურ პირებს ის სახელმწიფოს გაძარცვის უფლებას აძლევს მაშინ, როცა სასტიკად უსწორდება მათ ოპონენტებს. იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს გარდაიცვალა მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. ის დაკავებულ იქნა მას შემდეგ, რაც ფარდა ახადა სახელმწიფო სახსრების მითვისების დანაშაულებრივ სქემას პოლიციისა და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შარშან ნოემბერში დაავალა ანდრეას გროსს მაგნიტსკის საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. პარლამენტარმა დღეს წარუდგინა ანგარიში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა და სამართლებივ საკითხთა კომიტეტს.
XS
SM
MD
LG