Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აღნიშნავენ წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს


საქართველოში აღნიშნავენ გაეროს ეგიდით დაწესებულ, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების ცნობით, წამების თემაზე აქცია გაიმართება მშვიდობის ხიდზე. "უფლებადამცველები და აქციის მონაწილეები მშვიდობის ხიდიდან მესიჯებს გაატანენ წყალს, რომელშიც საკუთარ ემოციებს, განცდებს, პოზიციას დააფიქსირებენ წამების იმ კადრებთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოებამ გასული წლის სექტემბერში იხილა. აქციის მთავარი მიზანია, მიაწოდოს ხელისუფლებას ის მესიჯი, რომ საზოგადოებას სურს წყალს გაატანოს ის, რაც განიცადა წამების ფაქტების ნახვისას, დააფიქსიროს, რომ გვახსოვს ეს ყველაფერი, შეახსენოს ხელისუფლებას, რომ ფხიზლად ვართ და მოუწოდოს, რომ მომავალში მსგავსი პრეცედენტი არ დაუშვას", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა.
XS
SM
MD
LG