Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენი მეხუთე დღეა შერემეტიევოს აეროპორტშია


ედვარდ სნოუდენი, გავრცელებული ინფორმაციით, მეხუთე დღეა მოსკოვის აეროპორტში იმყოფება და მისი გეგმები უცნობია. სნოუდენი აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი კონტრაქტორია, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის თვალთვალის პროგრამების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. ედვარდ სნოუდენი საჯაროდ აღარ გამოჩენილა კვირიდან, მას შემდეგ, რაც ჰონგ კონგიდან მოსკოვში ჩაფრინდა. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, სნოუდენი კვლავაც შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება. ხუთშაბათს აშშ-ის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთისგან სნოუდენის გადაცემა იმისათვის, რომ ის ჯაშუშობის ბრალდებით აშშ-ს სასამართლოს წინაშე წარდგეს. ეკვადორი განიხილავს სნოუდენის თხოვნას თავშესაფრის მინიჭების თაობაზე. ეკვადორის ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ აზუსტებენ - რა დრო დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას.
XS
SM
MD
LG