Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონღოლეთში მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტი ცახია ელბეგდორჟი


მონღოლეთში მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტი ცახია ელბეგდორჟი, რომელსაც ოთხშაბათს გამართულ არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ერგო. მის მეტოქეებს შორის იყო პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი. ოფიციალური ინფორმაციით, ყველა ხმა დათვლილია, მაგრამ შედეგს დაამტკიცებენ მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენები დედაქალაქ ულან ბატორში ჩავა შესამოწმებლად. საარჩევნო კამპანიის მთავარი თემები იყო კორუფცია და მონღოლეთის ბუნებრივი რესურსებით მიღებული შემოსავლების უფრო სამართლიანად განაწილება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა შარშან, დაახლოებით, 12% პროცენტით გაიზარდა, მისი სამმილიონიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაინც სიღარიბეში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG