Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიის ლიდერის მრჩეველი დააპატიმრეს


აზერბაიჯანის სამხრეთის, ლენქორანის პროვინციაში, ოპოზიციური „მუსავათის“, „თანასწორობის“, პარტიის ლიდერის მრჩეველი დააპატიმრეს. ხასაი საფაროღლუმ, პარტიის ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარის თქმით, იადიგარ სადიყოვის სახლში პოლიცია მივიდა და ის დააპატიმრა. სადიყოვს ბრალად დასდეს მასალიში უცნობ პირზე თავდასხმა და ცემა. სადიყოვი ციხეში რჩება. ჩვენს რადიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელმა განუმარტა, რომ სადიყოვის დაკავებას არაფერი აქვს საერთო მისი პოლიტიკურ საქმიანობასთან.
XS
SM
MD
LG