Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მასობრივი მანიფესტაციებისას სამი ადამიანი დაიღუპა


ეგვიპტეში, პრეზიდენტ მოჰამედ მორსის ინაუგურაციის წლისთავის წინ, რომელიც კვირისთვის არის დანიშნული, მასობრივი მანიფესტაციებისას სამი ადამიანი დაიღუპა. ალექსანდრიაში მორსის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის მომხდარი შეტაკებებისას ორი ადამიანი დაიღუპა - ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ამერიკელია. მესამე მსხვერპლი იყო პორტ-საიდში, სადაც ამჟამინდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ცეცხლი წაუკიდეს მოძრაობა „მუსლიმთა ძმობის“ ადგილობრივ შტაბბინას. შეერთებულმა შტატებმა კაიროში საელჩოს პერსონალის ნაწილის ევაკუაცია გამოაცხადა და შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეგვიპტეში მოგზაურობისგან, სადაც კვირას ოპოზიციის მასობრივი მანიფესტაცია არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG