Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი ადამიანი დაიღუპა ქაბულში აფეთქების შედეგად


აფეთქება მოხდა ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე რაიონში, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება იმ ტერიტორიაზე განხორციელდა, სადაც განთავსებულია საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ნატოს კონტიგენტს ამარაგებენ. უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულია ოთხი მცველი და ორი სამოქალაქო პირი. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი აცხადებს, აფეთქდა სატვირთო მანქანა. შემდეგ კი ორმა მებრძოლმა მცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG