Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კოსმოსური რაკეტა სტარტიდან ცოტა ხანში ჩამოვარდა


რუსეთის მედიის ცნობით, უპილოტო კოსმოსური რაკეტა, რომლითაც „გლონასის“ ტიპის სამი სტალიტი გადაჰქონდათ, სტარტიდან ცოტა ხანში ჩამოვარდა და დაიმსხვრა. ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომზე ამ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ყაზახი ოფიციალური პირების განცხადებით, რაკეტის საწვავის ტოქსიკური კომპონენტების დაწვით წარმოქმნილი ღრუბელი არ ემუქრება ქალაქ ბაიკონურს, რომელიც კოსმოდრომიდან 60-მდე კილომეტრში მდებარეობს. მიმდინარეობს ეკოლოგიური ვითარების მონიტორინგი. სახელმწიფო ტელევიზია „როსია 24“-ის ინფორმაციით, სამი სატელიტის განადგურებით მიყენებული ზარალი 200 მილიონამდე დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG