ამერიკელმა მეხანძრეებმა ცენტრალურ არიზონაში მძვინვარე ხანძრის 45 პროცენტი ჩააქრეს. ხანძარმა, რომელმაც 33 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მოიცვა, 19 მეხანძრის სიცოცხლე შეიწირა. განადგურდა 114 შენობა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მეხი სახელდება, რომელიც ქალაქ იარნელის შემოგარენში ხეს დაეცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელმაც უარი განაცხადა ევაკუირებაზე, შესაძლოა, ხანძარს ემსხვერპლა.