Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ევროკავშირის სამ წევრს აკრიტიკებს ბოლივიის თვითმფრინავის შეფერხების გამო


რუსეთმა გააკრიტიკა საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია იმის გამო, რომ მათ მოსკოვიდან მიმავალი ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავი შეაფერხეს. ამ შეფერხების მიზეზი გახდა ეჭვები, რომ თვითმფრინავით მგზავრობდა აშშ-ის უშიშროების ყოფილი კონტრაქტორი, ამჟამად მართლმსაჯულებისგან გაქცეული ედვარდ სნოუდენი. ბოლივიის პრეზიდენტი, ევო მორალესი სამშობლოში ოთხშაბათს გაფრინდა, მას შემდეგ რაც დაუგეგმავად ავსტრიაში მოუწია გაჩერება. ბოლივიის მთავრობის ცნობით საფრანგეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ თვითმფრინავს უარი უთხრეს თავიანთ საჰაერო სივრცეში შეშვებაზე, რის გამოც ის ავსტრიაში დაეშვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავცელებულ განცხადებაში წერს, რომ ამ სამი ქვეყნის ნაბიჯები „რთულად თუ აღიქმება ბოლივიის მიმართ მეგობრულ ჟესტებად“. ბოლივიის მთავრობა თვლის, რომ ინციდენტის უკან აშშ-ის მთავრობა იდგა. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მინიჭებას სერიოზული შედეგები მოჰყვება. სნოუდენს - აშშ-ის ეროვნული უშიშროების ყოფილ კონტრაქტორს - ვაშინგტონი ბრალს სდებს აშშ-ის სათვალთვალო პროგრამების შესახებ საიდუმლო დოკუმენტების საჯაროდ გატანაში.
XS
SM
MD
LG