Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით წერეთელმა დატოვა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა


თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. დავით წერეთელმა გადაწყვეტილების მიზეზად ჟურნალისტებს დაუსახელა ის, რომ არ სურს ასოცირებული იყოს ადამიანთა წამების ამსახველ ვიდეომასალებთან და შეურაცხყოფილია პრეზიდენტისადმი კოკი იონათამიშვილის პირადი წერილის საჯაროდ გამოქვეყნებით. წერეთელმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის დატოვების შემდეგ ჯერჯერობით დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება. თბილისის 47-წევრიან საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას ამჟამად 22 დეპუტატი დარჩა.
XS
SM
MD
LG