Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეუღლე საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მეუღლე საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, რომელიც ოჯახის ახლობლის ინფორმაციას ეყრდნობა, ჯონ კერი საავადმყოფოში მეუღლესთან ერთად იმყოფება. ჯონ კერი და ტერეზა ჰეინცი, ყოფილი სენატორის ჯონ ჰეინცის ქვრივი, 1995 წელს დაქორწინდნენ. 74 წლის ტერეზა ჰეინცმა დიდი მემკვიდრეობა მიიღო და ის ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით.
XS
SM
MD
LG