Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენის მერი დემონსტრანტებმა სცემეს


ათენის მერი იორგოს კამინისი დემონსტრანტებმა სცემეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ის სპეციალური შეხვედრიდან გამოვიდა, სადაც საჯარო მოსამსახურეების შემცირების საკითხს განიხილავდნენ. შენობასთან, სადაც თათბირი მიმდინარეობდა, დემონსტრანტების ჯგუფი შეიკრიბა, რომლებიც ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ უარი ეთქვათ გეგმაზე, რომელიც 1000 საჯარო მოხელის გათავისუფლებას ითვალისწინებს ევროკავშირისგან და მსოფლიო სავალუტო ფონდისგან ახალი კრედიტის მიღების სანაცვლოდ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის შედეგად მერს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. ორშაბათს დაგეგმილია ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განიხილება საბერძნეთისთვის მორიგი რვა მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა.
XS
SM
MD
LG