Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მოკლეს დამხობილი პრეზიდენტის 40-მდე მომხრე


ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, სულ ცოტა, 40 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ დამხობილ პრეზიდენტს, მუჰამად მურსის. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მურსის მომხრეები სამხედროებს ადანაშაულებენ დემონსტრანტების დახოცვაში მაშინ, როცა არმია აცხადებს, რომ „შეიარაღებულმა ტერორისტებმა“ ესროლეს ადამიანებს, რომლებიც მჯდომარე აქციას ატარებდნენ რესპუბლიკური გვარდიის ყაზარმასთან. ზოგი ცნობით, ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტი ამ შენობაშია დაკავებული. გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, არმიამ დააკავა 200-მდე შეიარაღებული პირი, შენობაში შეჭრის მცდელობისას. ინციდენტი მოხდა ხუთ დღეში მას შემდეგ, რაც სამხედროებმა პრეზიდენტი მურსი გადააყენეს, ეგვიპტეში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების ფონზე. ახალი მთავრობის შექმნის საკითხზე მოლაპარაკება ჩიხშია მოქცეული, რადგან მუჰამად მურსის გადაყენების მომხრე ერთ-ერთი პარტია მოლაპარაკებას გამოეთიშა ორშაბათს დემონსტრანტების დახოცვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG