Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: 8 თანამშრომელი დაიკითხა მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში


შსს-ს ინფორმაციით, მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 8 თანამშრომელი უკვე დაიკითხა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, დაიკითხნენ მამუკა მიქაუტაძის მეგობრები და თანამშრომლებიც. გიორგობიანის ცნობით, გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება საქმეში მონაწილე სხვა პირების მიმართაც. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პირის თვითმკველობამდე მიყვანის მუხლით, ექსპერტიზის დასკვნა კი, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ხვალ გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG