Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში გარდამავალი მთავრობა შეიქმნა


ეგვიპტის გარდამავალმა პრეზიდენტმა, ადლი მანსურმა დასახელა გარდამავალი მთავრობის წევრები. მისი განცხადებით, პრემირ -მინისტრი გახდება ლიბერალი ეკონომისტი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ჰაზემ ელ-ბაბლაუი, ხოლო საგარეო ურთიერთობისთვის პასუხისმგებელი ვიცე-პრეზიდენტის სავარძელი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, მოჰამედ ელ-ბარადეის დაეთმო. ისლამისტურმაი „ალ-ნურის“ პარტიამ მხარი დაუჭირა ბაბლაუის, მაგრამ ბარადეის გამო განაცხადა, რომ საკითხს შეისწავლიან. მანსურის გეგმით, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ქვეყნის შეჩერებულ კონსტიტუციაში ცვლილებები რეფერენდუმით დამტკიცდება. ამ იდეებს "მუსლიმთა საძმო", ეგვიპტის გადაყენებული პროეზიდენტის, მურსის მომხრე პარტია, არ ეთანხმება. "მუსლიმთა საძმო" აპირებს გამოსვლები გამართოს, სანამ მურსის არ დააბრუნებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე.
XS
SM
MD
LG