Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა თანამდებობები უნდა დატოვონ


საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ვანო მერაბიშვილმა კი გენერალური მდივნის თანამდებობა უნდა დატოვონ. "პარტიის ხელმძღვანელობის გადახალისება უნდა მოხდეს გამომდინარე იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელ პირებს გვეკისრება ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაშვებულ შეცდომებზე” - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს აკაკი ბობოხიძემ. მისი თქმით, ”იქნება ეს სრულიად ახალი თუ შერეული სახეები”, პარტიის ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს. ბობოხიძის განცხადებითვე, მისი პოზიცია არ ნიშნავს, რომ პარტიის წარმომადგენლებმა ნაციონალური მოძრაობა საერთოდ უნდა დატოვონ.
XS
SM
MD
LG