Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჩრდილოეთში ISAF-ის ვერტმფრენს დაშვებისას პრობლემები შეექმნა


ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების, ISAF-ის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთში, ბაღლანის პროვინციაში მისი ერთ-ერთ ვერტმფრენს დაშვებისას პრობლემები შეექმნა. ISAF-ის პრეს-მდივანმა, უილ გრიფინმა განაცხადა, რომ ვერტმფრენი რთულად დაეშვა მიწაზეო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განცხადება გაავრცელა, რომ ვერტმფრენი თალიბანის მებრძოლებმა ჩამოაგდეს. თუმცა საერთაშორისო კოალიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ლუკა კარნიელის განცხადებით, ინციდენტის მომენტში რეგიონში ექსტრემისტების მოქმედება არ შეინიშნებოდა. პროვინციის პოლიციის შეფი, ასადულა შირზადი აცხადებს, რომ ვერტმფრენს სასწრაფო წესით მოუწია დაშვება, თუმცა შემდეგ კვლავ გაფრინდა თავისი ბაზისკენო.
XS
SM
MD
LG