Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის დროებითი პრემიერი: ახალი კაბინეტი მომავალ კვირაში შეიქმნება


ეგვიპტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებას კვირას და ორშაბათს გამართავს და, სავარაუდოდ, ახალ კაბინეტს მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებენ. ჰაზემ ელ-ბიბლავი, ლიბერალური ორიენტაციის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, დროებით პრემიერად მას შემდეგ დაინიშნა, რაც არმიამ 3 ივლისს გადააყენა არჩეული ისლამისტი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი. დროებითმა მთავრობამ ქვეყანას არმიის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად უნდა უხელმძღვანელოს და საბოლოოდ სამოქალაქო მმართველობა აღადგინოს. კაიროსა და სხვა ქალაქებში გამოსვლებისთვის ემზადებიან მურსის როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მუსლიმთა საძმო აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტს მურსის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე. პარალელური აქციები აჩენს შიშს, რომ ქვეყანაში კვლავ გაგრძელდება ძალადობა. მიმდინარე კვირაში 50-ზე მეტი ისლამისტი დახოცეს გაურკვეველ ვითარებაში იმ შენობის წინ, სადაც, გავრცელებული ვარაუდით, მურსი ჰყავთ დაკავებული.
XS
SM
MD
LG