Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე იმსჯელეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებმაც სასამართლოზე შესაძლოა, გავლენა მოახდინოს. ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბარში ურეკის კულტურის ცენტრში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. პრემიერის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები იყო - შეკრებილებმა იმსჯელეს იმის შესახებ, როგორ უნდა წარიმართოს საპრეზიდენტო კამპანია. „ყველა კანდიდატს ექნება კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობა და არ მოხდება ისე, როგორც წინა წლებში იყო. სუფთა წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება", განაცხადა ივანიშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მკაცრად გაკონტროლდება ისიც, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდეს.
XS
SM
MD
LG