Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საბანკო ანგარიშები გაუყინეს „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერებს


ეგვიპტეში პროკურატურის დავალებით, საბანკო ანგარიშები გაუყინეს მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ 14 ლიდერს, მათ შორის მოძრაობის ხელმძღვანელს, მუჰამედ ბადიეს. იუწყებიან აგრეთვე, რომ პროკურორები განიხილავენ დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს, მათ შორის საჩივრებს, რომლებიც ეხება ჯაშუშობას, ძალადობისაკენ წაქეზებას და ეკონომიკის განადგურებას. გამოძიების კონტექსტში „მუსლიმთა საძმოს“ ხელმძღვანელის, მუჰამედ ბადიეს და კიდევ შვიდი ისლამისტის სახელებს ახსენებენ. კაიროში სამდღიან ვიზიტს იწყებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბილ ბერნსი, რომელიც ეგვიპტის დროებით ლიდერებს შეხვდება. ბერნსი მაღალი რანგის პირველი ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც ეგვიპტეში ჩადის 3 ივლისს ამ ქვეყანაში პრეზიდენტის გადაყენების შემდეგ. ეგვიპტის დროებითმა პრემიერ-მინისტრმა ჰაზემ ელ-ბებლავიმ კვირას განაახლა მოლაპარაკება დროებითი კაბინეტის შექმნაზე.
XS
SM
MD
LG