Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშის სასამართლომ 90 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ისლამისტ ლიდერს


ბანგლადეში სასამართლომ დამნაშავედ სცნო ისლამისტური პარტიის ლიდერი, რომელიც ბრალდებული იყო 1971 წელს პაკისტანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულობებში. მთავრობის უფლებამოსილებით შექმნილმა საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალმა ორშაბათს ხუთ დანაშაულში სცნო ბრალდებულად გულემ აზამი და მას 90 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განმათავისუფლებელი ომის დროს, აზამი ხელმძღვანელობდა ჯამაათ ელ ისლამიას, რომელიც აღმოსავლეთ პაკისტანში მოქმედებდა. ბანგლადეშელი პროკურორები, რომლებიც ბრალდებულისათვის სასიკვდილო განაჩენს მოითხოვდნენ, 90-ი წლის გულემ აზემს ექსტრემისტული ორგანიზაციის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობისა და გაუპატიურების სულისჩამდგმელი უწოდებენ.
XS
SM
MD
LG