Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმის პრეზიდენტი გეგმავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას


ლონდონში ვიზიტით მყოფმა ბირმის პრეზიდენტმა ტეინ სეინმა პირობა დადო, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ის ყველა პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს. მან ასევე განაცხადა, რომ უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, ქვეყანაში პირველად გამოცხადდება ცეცხლის სრული შეწყვეტა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის გააფართოოს თანამშრომლობა ბირმასთან ვაჭრობასა და სამხედრო სფეროებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბირმის ხელისუფლება გააგრძელებს კურსს დემოკრატიისკენ. აპრილის ბოლოს ევროკავშირმა ბირმაში დაწყებული პოლიტიკური რეფორმის საპასუხოდ, ქვეყანას საბოლოოდ მოუხსნა სანქციები სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში.
XS
SM
MD
LG